მესხეთის მდებარეობა და ბუნება
მთელი გრძნობით და არსებით გვიყვარს ის ადგილები, სადაც დავიბადეთ, სადაც აკვანში ჩვილ ბავშვებს დედა ტკბილ ქართულ ნანას გვიმღეროდა, სადაც ფეხი ავიდგით. გულწრფელად გვიყვარს ჩვენი სოფლის თვალწარმტაცი მდელოები, გვიყვარს ჩვენი სოფლის ყოველი ხე, ბუჩქი და კუთხე.
ლამაზია ჩვენი სოფელი მესხეთი. იგი ქუთაისიდან 12 კმ-ის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ––– სოფელი ბაკისუბანი, სამხრეთიდან ––– სოფელი უკანეთი, ხოლო დასავლეთიდან ––– მუხიანი.
სოფელი მოქცეულია ზომიერ კლიმატურ სარტყელში. შავი ზღვის სიახლოვის გამო ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ძალიან რბილი და თბილი ზამთარი (იანვრის ტემპერატურაა საშუალოდ 4-5 C) და ზომიერად ცხელი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 27-28 C), ნალექი 1840 მმ. წელიწადში, სინოტივე საშუალოდ 75%, მზის საათის ხანგრძლივობა კი 2000 სთ-ს აღემატება. ასევე გამოირჩევა ხშირი ქარიანობით, განსაკუთრებით ზამთარსა და ზაფხულში.
რელიეფი ვაკეა. ნიადაგი, ძირითადად, რუხი ფერისაა, ქვიანი, არის ქვიშიანი ადგილებიც, რომლებიც მძიმე დასამუშავებელია. როგორც ჩანს, ძველად, აქ მდინარის კალაპოტი ყიფილა. ძირითადად, განვითარებულია მებოსტნეობა და მებაღეობა.
გარდა ამისა, თავისი ოჯახური მოთხოვნილებების დასაკმაყიფილებლად, გლეხს მოჰყავს სიმინდი,მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი მისდევს მევენახეობას.ჰყავთ წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი. გამწევ ძალად იყენებენ ცხენს და ხარს. მიწას გლეხები ამუშავებენ საკუთარი ძალებით დამზადებული ხის იარაღებით -კაპტო ((ლეჩხ) კალოს გადასახვეტი, ჯოხებგაყრილი ფიცარი.), კავი(მიწის სახვნელი ძველებური იარაღი -- აჩაჩა.)
სოფლის მცენარეული საფარი მრავალფეროვანია. როგორც მოგეხსენებათ, ძველად მდ. რიონის ნაპირზე კოლხური ტყე იყო გაშენებული, მაგრამ იგი განადგურდა და მხოლოდ ხეების მცირე ჯიშია შემორჩენილი. კერძოდ: წაბლი, რცხილა, მუხა, თხმელი, ეკალი, აკაცია, იფანი(კოპიტი), ტირიფი, წიფელი, თელა და ძელქვა. მესხეთის ტყეებში ასევე ხშირად გვხვდება ველური ლეღვი, ბროწეული, შავი და წითელი კუნელი, პანტა ვაშლი, ტყის თხლი, წყავი, თაგვისარა, დაფნა, ასკილი, ბალამწარა.
სოფელ მესხეთში არის ტყე-პარკი - "წაბლნარი".
მცენარე თაგვისარა - დაბალი, ეკლებიანი მარადმწვანე მცენარე
(იმერეთში იყენებდნენ ღვინის ქვევრების ამოსარეცხად).
ძელქვიანი
(იშვიათი ჯიში, რომელიც ხარობს მხოლოდ იმერეთში. გამოიყენება გემთმშენებლობისათვის)
"წაბლნარი"
საკარმიდამო, ნაკვეთში სოფლის მცხოვრებლები, რგავენ და ახარებენ ზღმარტლს, თუთიას, ციტრუსს (მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი), ფეიხოას, მსხალს, ატამს, ჭერამს, ტყემალს, ალუბალს, უნაბს, ქლიავს და სხვა.
მესხეთში გარეული ცხოველებიდან გვხვდება: ტურა, მელა, კვერნა, მაჩვი, კურდღელი. შინაურიდან კი ––– ცხენი, ძროხა, ღორი, ხარი, თხა, ცხვარი.
გარეული ფრინველებიდან გავრცელებულია: იხვი, მწყერი, შაშვი, კაკაბი, ოფოფი, კოდალა, ტყის ქათამი, ყვავი, ქორი, ძერა, გუგული,ჭოტი, ბულბული...შინაურიდან კი––– ქათამი,ინდაური,იხვი,ბატი,ციცარი. სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა ურემი,ეტლი,ცხენი. მე-19 საუკუნიდან––– დილიჟანი.ამჟამად მესხეთის სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენს მსუბუქი ავტომობილი,ავტობუსი,სამარშრუტო ტაქსი.
მესხეთის ტოპონიმიკა
მესხეთი მდიდარია ტოპონიმიკური მასალით,რაც მიგვანიშნებს,რომ სოფლის ბუნება,მისი სანახები ხელსაყრელი ყოფილა ხანგრძლივი ბინადრობისთვის. სოფლის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, ასევე მისი სახელწოდების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ვგებულობთ,რომ სამხრეთ საქართველოდან ბატონის რისხვას გამოქცეული ვინმე მესხი დასახლებულა აქ და აქედან წარმოშობილა სოფლის სახელწოდება. ამის მიხედვით უნდა ვიფიქროთ,რომ ჩვენს სოფელს რაღაც ნათესაური კავშირი უნდა ჰქონოდა სამხრეთის მესხეთთან. მეორე ვერსიის მიხედვით კი 1190-1191 წლებში თამარს მეფის მოწინააღმდეგეებმა ვარდან დადიანის მეთაურობით გეგუთის ტახტზე დასვეს საქართველოს სამეფოდან გაწვეული და თამარის უღირსი ქმარი, გიორგი ბოგოლიუბსკი. მაგრამ თამარ მეფისა და დავით სოსლანის მომხრეებმა სასტიკად დაამარცხეს ისინი.გადმოცემა ამბობს,რომ სწორედ ამ ადგილებში მესხეთის რაზმი წამოეწია შეთქმულ გიორგი რუსის ჯარს, კერძოდ,მის უკანა ნაწილს და დაამარცხა. მართლაც დღეს მესხეთის მოსაზღვრე სოფელი უკანეთია, ხოლო გეგუთისა და ოფშკვითის შუა საყანე მინდვრები "ნაომარის" სახელითაა ცნობილი. სრულიად შესაძლებელია,რომ ამ ამბის პატივსაცემად მართლაც მესხეთი დაერქმიათ ამ სოფლისთვის. რაც შეეხება სოფლის დასახლებას, იგი ადრეულ ხანაში მომხდარა, რასაც ადასტურებს ზედა მესხეთის სასაფლაოზე არსებული "წმინდა გიორგის" ეკლესიის ნანგრევები, რომელიც თითქოს აუგია ანატოლი მესხს ღმერთის საპატივცემულოდ, იმისათვის, რომ იგი გადაურჩა ბატონის რისხვას, ხოლო ანატოლის გარდაცვალების შემდეგ კი სოფლისთვის მესხეთი დაურქმევიათ. სოფელ ქვედა მესხეთში მცხოვრები,86 წლის, ვლადიმერ კუხიანიძე გვიამბობს: "ხალხური გადმოცემის თანახმად, სოფელი მესხეთი დასახლებულა მესხეთ-ჯავახეთიდან თურქების მიერ გადმოხვეწილი მოსახლეობისაგან, რომლებიც მოხსენიებულნი არიან მესხებად. ისინი გადმოსახლდნენ აქ და სოფელსაც "მესხეთი" ე.ი "მესხების საცხოვრებელი" უწოდეს. ქვედა მესხეთში ყველაზე გავრცელებული გვარია კუხიანიძე. საისტორიო ნარკვევებიდან ცნობილია, რომ გვარები: კუხიანიძე, კუხალაშვილი წარმოშობილია იმ სოფლის სახელწოდებიდან, რომელიც ამჟამად თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებშია მოქცეული.
86 წლის ვლადიმერ კუხიანიძე
რომელი საუკუნიდან მოიხსენიება სოფელი მესხეთი, ჩვენთვის უცნობია. იქ, სადაც ამჟამად მესხეთი მდებარეობს, შორეულ წარსულშიც ყოფილა მოსახლეობა. მაგალითად: ქვედა მესხეთში მე-11 საუკუნის 30-იან წლებში, რცხილის და წაბლის ტყეში იყო 6 მეტრის სიღრმის კონუსური ორმო, რომელშიც წყალი ამოდიოდა მოსახლეობის მიერ მიჩნეულ იყო იმ პერიოდის ჭად. როცა ჭის ამოშენება არ იცოდნენ, წყლის ჭურჭლით ჩადიოდნენ და წყალი ისე ამოჰქონდათ. მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ტრაქტორებით ტყე გაჩეხეს და ორმოც მიწით ამოივსო. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ვგებულობთ, რომ ამ ჭის წყალი ძალიან უყვარდა დავით აღმაშენებლის მამიდას, მართა-მარიამს. თურმე, გეგუთში მომავალი ისე არ გაივლიდა, ეს ცივი წყალი არ დაელია.
ჭის ნაშთები
არქეოლოგია
სოფელ მესხეთში, ჯერ კიდევ 1923 წელს, აღმოჩენილია პირველი ქვევრსამარხი, რომლის სამარხულე ინვენტარი ნაწილ-ნაწილ შესულა მუზეუმში. იგი შედგება ერთი სამტუჩა დოქისა და კოჭობისაგან,რომელიც შემკულია ტეხილხაზოვანი ორნამენტით. 1961 წელს,სოფელ ქვედა მესხეთში, საკოლმეურნეო მინდორში შემთხვევით აღმოჩენილია ქვევრსამარხი, რომლის სამარხული ინვევტარი შედგება შემდეგი ნივთებისაგან: თიხის რუხად და წითლად გამომწვარი ოთხი ცალი დოქი, ერთი წითლად გამომწვარი დოქი, რომელსაც ყველაზე, მხარსა და მუცელზე წითელი საღებავით დატანილი ორ-ორი ზოლი შემოჰყვება, თიხის შავად და წითლად გამომწვარი ჯამები, ორი ცალი დიდი ზომის ქუსლიანი ჭურჭელი, სამაჯურები და სამაჯურის ფრაგმენტები, ბეჭდები და ბრინჯაოს ნივთები. ბეჭდები ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნით თარიღდება. 1963 წელს ეს სამაარხი შემთხვევით იქნა აღმოჩენილი კ. სულაკაძის საკარმოდამო ნაკვეთში. 1996 წელს, სოფელ ქვედა მესხეთში, სახნავი მიწის ნაკვეთზე ტრაქტორის გუთანს გაუტეხია ქვევრი. ქვევრსამარხი დაათვალიერეს მუზეუმის მეცნიერმუშაკებმა. ეს სახნავი მინდორი სოფლის განაპირა უბანში მდებარეობს, რომელსაც "ქედას" ეძახიან (ქედა––ხელოვნურად ამაღლებული ადგილი.). ქვევრსამარხის შემოწმების დროს შეგროვილ იქნა თიხის ჭურჭელთა და ბრინჯაოს სამკაულთა ფრაგმენტები. ქვევრი დაფლული იყო ჰორიზონტალურად 0,5 მეტრის სიღრმეზე, ორიენტაცია ––– სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ.იგი შავზედაშრიანია, დაფარულია პარალელური ზოლებითა და მცირე სიღრმის ფართო ღარებით. ჩონჩხის ცალკეული ნაწილები (თავის ქალა, კიდურები) კარგად იყო შენახული. აგრეთვე სამარხულე ინვევტარი:დოქი, რომელიც გახლდათ თიხის, მრავალმუცლიანი და პირგადაშლილი, ქოთნის პირყელის წნეხი, სამაჯურის ნატეხები, ვერცხლის, ზურგსწორი, თავშემსხვილებული და ჩამოჭრილი ორნამენტით, 4 ცალი. 1974 წელს,შემთხვევით,წყლის მილების ჩაწყობის დროს, აღმოჩნდა ორი ერთმანეთისგან ერთი მეტრით დაშორებული ქვევრსამარხი, რომლებიც დაფარული იყო ჰორიზონტალურად 0,5 მ-ის სიღრმეზე, ორიენტაცია –– სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთსაკენ. ერთი ცარიელი ყოფილა, ხოლო მეორეს სამარხულე ინვევტარი დამტვრეული და გაფანტული. ერთი ქვევრი გამოწვამდეა გახერხილი შუაზე, იგი შავ ზედაპირიანია, დაფარულია წვრილად მიჭრილი ღარებითა და ყელთა ირიბი ჭდეეებით შემკული. შიგ ნაპოვნი სამარხულე ინვენტარებად წარმოდგენილია: კოლხური ამფორის პირყელის, ყურებისა და კედლის ნატეხები, პირმოტეხილი ჯამი, წითლად გამომწვარი დოქი, ორი ცალი ქუსლიანი ჯამი (ერთი წითლად გამომწვარი, მეორე ––ნაცრისფრად), ორი სხვადასხვა ქოთნის ნატეხები, ბრინჯაოს სამაჯურებისა და სხვა სამკაულის ნატეხები, რომლებიც ნაჭდევი ორნამენტებითაა შემკული ( 13 ცალი), მძივი პასტის, სარდიონოს მინის ( 133 ცალი), აქედან მოოქროვილი, მინის მრგვალი და მრგვალბრტყელი (47ცალი). ქვევრსამარხი
ზემოდ აღწერილი მიეკუთვნება ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულს. გარდა ამისა, ქუთაისის მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ, 1986 წელს, მუზეუმს გადასცა სოფელ ზედა მესხეთში, სადგურ ბროწეულასთან ნაპოვნი შუა საუკუნეების ანტეფიქსი. იგი დაცულია არქეოლოგიურ განყოფილებაში ნომრით ქიმ. 9571/A-7651.1 ანტეფიქსი თიხის, კვარცისა და ქალსის მინარევებია. წითლად გამომწვარი მასალისაგანაა დამზადებული. იგი წინა მხარეს ნალისებური მოყვანილობისაა, ხოლო უკანა მხარე შუა ნაწილში ჩაზნექილია და ფუძისაკენ დახრილად გაფართოვებული. მასზე გამოსახულია წმინდა გიორგი, რომელიც შუბით კლავს ქვეწარმავალს. სამწუხაროდ ესეც და ცხენის გამოსახულებაც დაზიანებულია. კერძოდ, მოტეხილია თავ-კისერი და მხედრის გამოსახულება წელს ზევით. მხედარს კარგად გამოკვეთილი მარცხენა ფეხი უჩანს, სამოსი კაბა ფეხს ფარავს და შემკულია რომბისებური წვრილი რელიეფური ხაზებით. ქვეწარმავალს შუბი თავში აქვს გაყრილი და წვერი მეორე მხარეს გამოდის.გველეშაპი მრგვალადაა დახვეული.ცხენი წარმოდგენილია მოძრაობაში. კერძოდ, მისი წინა ფეხები, რომელთაგან მარჯვენაზე აწეულია, ტანზე კი მოსართავი დეტალები ემჩნევა რელიეფური წვრილი ხაზების სახით.
ქვევრსამარხი
დერგი |
თიხის დოქის ფრაგმენტები
თიხის დოქის ფრაგმენტები
თიხის დოქის ფრაგმენტები
თიხის დოქი
სამაჯური
ე კ ლ ე ს ი ე ბ ი
ჩემი სოფელი მესხეთი გაყოფილია ორ ნაწილად, ქვედა და ზედა მესხეთად.ზედა მესხეთში ფუნქციონირებს ხის ეკლესია, რომელიც აგებულია 1874 წელს გიორგი ლობჟანიძის მიერ. მას სამრეკლო არა აქვს, მაგრამ გააჩნია საეკლესიო დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ვგებულობთ: ეკლესიას ჰყავდა ერთი მღვდელი და ერთი მედავითნე, ტაძარს ჰქონდა ერთი ხის ოთახი დარაჯისათვის. მღვდელი იყო ვასილ კანდელაკი. ბაგრატ მესამის მიერ აგებული ღვთისმშობლის ეკლესია საუკუნეების მანძილზე დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სასულიერო ცენტრი იყო. იგი როგორც დამოუკიდებელი საეკლესიო ორგანიზაცია, მნიშვნელოვან სამეურნეო პოტენციალს ფლობდა, რომელიც დროთა განმავლობაში ივსებოდა ახლო მამულებით, სოფლებით, ყმა-გლეხებითა და შემოსავლებ ით. სამწუხაროდ, დღემდე გამოვლენილი მასალები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულყოფილად წარმოვადგინოთ ტაძრის სრული სოციალურ-ეკონომიკური ისტორია, მისი სამეურნეო საქმიანობის უწყვეტი ტექნოლოგიური სურათი. მოკვლეული მასალა იმ პერიოდს მიეკუთვნება, როცა საქართველოში განცალკევებისა და დაშლის პროცესი უკვე დამთავრებული იყო. ყველაზე ადრინდელი დოკუმენტი, რომელიც ეკლესიის სამეურნეო საქმიანობას ასახავს მე-16 საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება. ეს არის "დაფთარი ქუთათელის საყდრის გამოსავალ ბეგარისა, "რომელიც 1578 წლით თარიღდება. (ინახება ქუთაისის ცენტრალურ არქივში). საბუთი წარმოადგენს აღწერილობას იმ შემოსავლებისას, რომლებსაც ქუთაისის ღვთისმშობლის ეკლესია იღებდა აღნიშნულ წლებში. ამ პერიოდისათვის საეკლესიო ხაზინაში შემოსავალი შემოდიოდა თვით ქუთაისიდან, იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმის და გურიის 29 სოფლიდან: მესხეთიდან-11 კომლი, ნატურალური გადასახადი-152 კოკა ღვინო, 18 ქათამი, 94 კვერცხი.სამარხვო ცერცვი.ერთ კომლს ევალებიდა ერთი ლიტრი სანთელი.შრომითი ბეგარა-- შინა ყმით სამსახური, ფულადი გადასახადი-116 თეთრი
"ბროწეულა"
ზედა მესხეთის ტერიტორიაზეა და მის გარეუბანს წარმოადგენს. წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მასალებში მოვიძიეთ, რომ სახელწოდება "ბროწეულა"-ს შესახებ არსებობს ორი ვერსია: 1) ბროწეულა ––– ადგილს დიდძალი ბროწეულის მცენარით"; 2) აქ (დღევანდელი სულაკაძის საყანე ადგილი) იდგა ტაძარი (დღესაც არსებობს მისი ნაშთები), სადაც იმართებოდა დასავლეთ საქართველოს ბერების შეკრება და აქედან გამომდინარე ამ ადგილს "ბერთწვეულა" ეწოდებოდა.
ამჟამად ზედა მესხეთში წირვა-ლოცვა აღევლინება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.
ამჟამად ზედა მესხეთში წირვა-ლოცვა აღევლინება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში.
ზედა მესხეთის წმ. გიორგის ტაძარი
ვლადიმერ კუხიანიძე გვიამბობს, რომ ქვედა მესხეთში, ფხაკაძეების უბანში ყოფილა ქვის ერთი ელკლესია. სოფელში მას იცნობდნენ, როგორც აბდალაძეების ეკლესიას, "კვირიკეს სახელობისას". იგი აუგია გორგი აბდალაძეს და ამიტომ, ხშირად, " წმინდა გიორგის ტაძარსაც,, უწოდებენ.. ეს ეკლესია დამწვარა თურქობის დროს. დღესდღეობით შემორჩენილია მისი ნაშთები.
ქვედა მესხეთში ამჟამად სამების სახელზე აგებული ორი მოქმედი ტაძარია: ერთი ხის, სოფლის ცენტრში აგებული, უკურთხებია ეპისკოპოს გაბრიელს (გერონტი ქიქოძეს) 1865 წელს და მეორე ქვის ეკლესია, უკურთხებია იმავე ეპისკოპოს 1885 წელს.
მანამდე კი იმ ადგილას, სადაც ამჟამად ქვის ტაძარია, ყოფილა სამშენებლო (ნატეხი) ქვისგან ნაგები ეკლესია, რომელიც მლოცველებს ვეღარ იტევდა. გადაუწუვეტიათ აეგოთ ახალი, დიდი ტაძარი. წარმოშობილა ორი აზრი: სულაკაძეები, აბდალაძეები და თუთბერიძეები მოითხოვდნენ აკლესიის აგებას იქ, სადაც ახლა ხის ეკლესიაა. ტორაძეები, ნარეშელაშვილები, კუხიანიძეები და ფხაკაძეები კი – ქვის ეკლესიის ადგილას. რაკი ვერ შეთახმდნენ, გადაუწყვეტიათ აეგოთ ორი ტაძარი ( ზემოთ ხსენებული გვარების მიხედვით). პირველ ხანებში ეპისკოპოსი წინაღმდეგი ყოფილა, მაგრამ შემდეგ მაინც უკურთხებია სამების სახელზე იმ პირობით, რომ ერთი მღვდელი ეყოლებოდათ და წირვა ჩატარდებოდა კვირეში სამჯერ ქვის ეკლესიაში, ორჯერ – ხის ეკლესიაში.
ქვის " სამების,, ეკლესია
თუ დააკვირდებით, ქვის ტაძრის კედელში, შევამჩნევთ, რომ სამშენებლოდ გამოყენებულია სხვადასხვა ქვა. ამ ეკლეიის ქვედა ნახევარი დაშენებულია ჩუქურთმებიანი ქვებით, რომლებიც შუა საუკუნის ანალოგია. ისინი ძველი ეკლესიიდან არის გამოყენებული. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენებულია წარწერიანი ქვა, რომლებიც დაზიანების გამო არ არის ამოკითხული. მისი გაშიფრის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სოფლის ხნევანობის დადგენა.
წარწერებიანი ქვები
ქვის ეკლესიის პირველი მღვდელი ყოფილა სოფრომ კუხიანიძე. მისი შვილი იყო ბესარიოს კუხიანიძე, რომელიც გახდათ სობორის ეკლესიის დიაკვანი. იგი 1924 წელს, საეკლესიო ქონების დაცვისათვის კომუნისტებმა საღორიის ტყეში დახვრიტეს. 1996წელს, ქრისტიანულმა ეკლესიამ ბესარიონი წმინდანათ შერაცხა.
წმინდა ბესარიონ კუხიანიძე
სოფრომის მეორე შვილი, ბალომე, მღვდელი იყო. როცა მღვდლობა აკრძალეს, მაშინ მან ქუთაისში ჩამოაყალიბა მომღერალთა გუნდი, რომელიც მას შემდეგ ბათლომე კუხიანიძის სახელს ატარებს. მას ჰყანდა შვილი სიმონი, რომელიც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი და რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი იყო. აგერთვე დიდი წვლილი შეიტანა Iქუთაისის ოპერის თეატრის მშენებლობაში და გახდათ მუსიკალური სასწავლებლის მასწავლებელი.
სოფრომის მესამე შვილის, მელიტონ კუხიანიძის სახელს უკავშირდება, ასევე, აჭარის მომღერალთა გუნდის ჩამოყალიბება. მისი მეოთხე შვილი, თამარი დასაფლავებულია სოფლის ქვის ეკლესიის ტრაპეზში.
ამჟამად სამების ორივე აკლესიაში არის ერთი მღვდელი,მამა იოსები ( სოსო ზაქარიაძე). იგი პირველად ხის ტაძარში მოვიდა 1994 წლის ზაფხულში. ამ დროისთვის ქვის ტაძარი მიწისძვრის შედეგად დაზინებული იყო. იგი აღადგინეს 1996 წელს და იქედან მოყოლებული დღემდე ორივე ეკლესიაში აღასრულებს წირვა-ლოცვას.
სკოლა
მე-19 საუკუნის ბოლო წლებში სკოლის მაგივრად ეკლესია ასრულებდა. წერა-კითხვას მღნდელი ასწავლიდა. პირველი მღვდელი-მასწავლებელი მესხეთში იყო ანტონ კუხიანიძე (დასაფლავებულია სოფლის ქვის ეკლესიის სასაფლაოზე). საუკუნის ბოლოსათვის ეკლესიასთან არსებულ სენაკად წოდებულ სახლში გაუხსნიათ სასწავლებელი, სადაც მღვდელთან ერთადა სწავლიდა ქუთაისიდან მოწვეული მასწავლებელი, გვარად ამირეჯიბი.
ვლადიმერ კუხიანიძე მოგვითხრობს: " ბიძაჩემიდან გამიგონია, რომ ის თურმე ამუშავებდა ამირეჯიბის მიწებს რომლის მესამედიც მათთვის ქუთაისში უნდა ჩამეტანაო. სახლში მას ჩემი ტოლა, 5 წლის არტისტი ქალიშვილი ჰყავდა და ის მაწვალებდა. მისი ძმა დატუქსავდა, მესარჩლებოდა. შემდეგ მიწები გლეხებმა შეისყიდა და ისინი სად წავიდნენ, აღარ ვიცი. დღეს ძნელია ამის მტკიცება, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ის ქალშვილი, არტისტი ცაცა ამირეჯიბია,ხოლი მისი მამა შალვა ამირეჯიბი. ( შალვა ამირეჯიბი იყო ვერიკო ანჯაფარიძის პირველი მეუღლე. იგი 1929 წელს წავოდა ემიგრეციაში და 1945 წელს გარდაიცვალა საფრანგეთში)."
დახლოებით 1908 წელს, მიხეილ ნარეშელაშვილისა და სიმონ კუხიანიძის თაოსბით მოსახლეობაში შეკრებილი ფულით შეუძენიათ ოთხ ოთახიანი ხის სახლი, სადაც გაუხსნიათ ორწლანი დაწყებითი სკოლა. 1920 წლისთვის სკოლა ოთხწლიანად გადაკეთებულა. 30-იან წლებში მას ეწოდა "ქვედა მესხეთის შრომის ოთხწლიანი სკოლა,,. 1935 წელს კვლავ სოფელში შეგროვილი ფულით შეძენილი იქნა ორსართულიანი ხის შენობა და გაიხსნა არასრული საშუალო სკოლა. დირექტორი იყო მიხეილ ( მიხაკო) ნარეშელაშვილი. სკოლა კარგი სახელით სარგებლობდა (მესხეთის სკოლადამთავრებულნი ქუთაისის საშუალო სკოლაშიც იყვნენ წარმატებულნი).
სკოლა
სოფლის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.
არ შეიძლება სტუმარი გულგრილი დატოვოს მესხეთლების სტუმართმოყვარეობამ, რადგან
სოფელში
არსებობს
წარმართულიდან
მომდინარე,
აწ
უკვე
ტრადიციული-ხალხური
დღესასწაული
"კოხინჯრობა".
იგი
20 მაისს
აღინიშნება.
ამ
დღეს
ყველა
ოჯახის
კარი
ღიაა
ნებისმიერი
სტუმრისათვის.
ეს საერო დღესასწაული შორეული წარსულიდან
იღებს
სათავეს.
ერთ-ერთი ვერსიის
თანახმად,
თითქოს
ხალხმა
შესთხოვა
უფალს
შეეწყვიტა
ინჯრა-ინჯრა,
ე.ი
ციდან
ულუფებად
წამოსული
"კოხი",
რომ
მოსავალი
არ
გაენადგურებულიყო
და
სამაგიეროდ
აღუთქვამთ,
რომ
ყოველ
20 მაისს
უქმედ
გამოაცხადებდნენ.
მართლაც,
ზეცაზე,
ღვთის
წყალობის
ნიშნად,
გამოსახულა
ჯვარი.
სავარაუდოა,რომ სწორედ
მის
გამო
დარქმევია
"კოხინჯვრობა"
, შემდეგ
დროთა
განმავლობაში
"ვ"
თანხმოვანი
სიტყვიდან
ამოვარდა
და
დარჩა
უკვე
ცნობილი
სახით.
უცხო თვალისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია
მეორე
დღესასწაულზე
მოხვედრა,
სადაც
თავად შეიძლება აღმოჩნდეს საოცარი რიტუალის მონაწილე. ეს დღესასწაულია "საღვთო".
იგი
ყოველთვის
ემთხვევა
რელიგიურ
დღესასწაულს
"სულთმოფენობას"
, რომელიც
აღდგომიდან
50- ე
დღეს
აღინიშნება.
"საღვთოს" ტრადიციად დამკვიდრებას
თავისი
ისტორია
აქვს:
თურმე
ბაღდათელი
ჯიხვაძის
წინაპარი
ყოფილა
მესხეთელი
კუხიანიძე
, რომელსაც
ვიღაც
შემოკვდომია,
ბაღდათში
გადასახლებულა
და
გვარი
ჯიხვაძედ
გადაუკეთებია.
მძიმე
ცოდვის
გამო
შეძენილი
შვილები
მალევე
ეღუპებოდა.
წლების
შემდეგ
ოჯახის
უფროსს
დასიზმრებია,
რომ
ბავშვი
ჯანმრთელი
დაიბადებოდა
და
გაიზრდებოდა,
თუ
უფლის
შესაწირ
ცხვარს
გაუშვებდენენ,
უკან
გაჰყვებოდნენ
და
სადაც
გაჩერდებოდა,
იმ
ადგილას
ყოველწლიურად
შესაწირს
გასცემდენენ.
სამი
დღის
სიარულის
შემდეგ,
ცხვარი
მესხეთის
ყოვლადწმინდა
სამების
სახელობის
ქვის
ტაძარში
მოსულა.
ღვთის შეწევნით, ლოცვითა და ვედრებით ოჯახს მართლაც შეძენია მემკვიდრე. მას შემდეგ მოყოლებული, ყოველ წელიწადს ჯიხვაძეების ყველა
ნათესავი
ფეხით
ჩამოდის
ქვედა
მესხეთში,
სამების
ტაძარში
და
ცხვარს
სწირავს.
ამ
ფაქტს
მესხეთლებიც
შეუერთდა
და
ყოველ
"საღვთოს"
ყველა
გვარის
წარმომადგენელი
თითო
ცხვარს
სწირავს,
ტაძრის
შემორაგულის
მიღმა
იკვლება
და
საღამო
ხანს
უბნების
წარმომადგენლები
ცალ-ცალკე
სხდებიან
მიწაზე
გაშლილ
სუფრასთან
და
ერთად
აღნიშნავენ
ამ
დღესასწაულს.
"საღვთო"
ეკონომიკა და სოციალურ მდგომარეობა
სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს მიწათმოქმედება. მესხეთი განთქმულია მებაღეობა-მებოსტნეობით. მოჰყავთ ყველა სახის მწვანილი, კიტრი, პომიდორი. ასევე საზამთრო, ნესვი, გოგრა და სხვა ბაღჩეულობა.
მცხოვრებთა უმრავლესობას გამართული აქვს საბოსტნე სათბურები, რომელსაც წლის ყველა სეზონზე აქვს დატვირთვა და განსაზღვრავს გლეხის ფინანსურ მდგომარეობას.
ეკოლოგია – გარემოს დაცვა
არ არსებობს ქვეყანა, ქალაქი, რეგიონი თუ სოფელი, სადაც ეკოლოგიური პრობლემა არ დგას. გამონაკლისს არ ჩვენი სოფელი წარმოადგენს. მოსახლეობა და ზოგადად ქართველი უნდა ზრუნავდეს, რომ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დავდგეთ. თუმცა სწორედ ჩვენი ბრალია ის პრობლემები, რომლებსაც ოდითგან ებრძოდა ერი.
ჩვენი სოფელი ისეთ ადგილას არის დასახლებული სადაც ტყეების გაჩეხვით გამოწვეული მეწყერისა და წყალდიდობის საშიშროება არ დგას, თუმცა სხვაგვარი დარღვევა მრავლად გვხვდება. მოსახლეობა დაუფიქრებლად ყრის გზის სავალ ნაწილზე საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, პოლიეთილენის პარკებს, რომლებსაც მსხვილფეხა საქონელი ეტანება და მოუნელებლობის შემთხვევაში იღუპება.ასეთმა დაბინძურებამ შეიძლება ეპიდემიური დაავადებები გამოიწვიოს.
ჩვენი აზრით, სოფელის ეკოლოგიური პრობლემები მოგვარებადია. კარგი იქნება, თუ გამგეობა გამოყოფს ნაგვის ურნებს, რომლებსაც დადგამენ სოფლის სხვადასხვა უბანში და თუნდაც ორ კვირაში ერთხელ მოხდება ამ ნარჩენების გატანა. და მთავარი, უნდა ამაღლდეს მოსახლეობის თვითშეგნება, რომ არ დააბინძუროს საკუთარი სოფლის ბუნება და გაუფრთხილდეს მომავალს.
---------------------------
ვფიქრობთ, ჩვენი სოფელი ნამდვილად დააინტერესებს ამ ბლოგის სტუმრებს მისცემს საშუალებას აღმოაჩინონ და უკეთ გაიცნონ ჩვენი სოფელი–– იმერეთის მესხეთი.
"ჩვენ შესახებ"
- ელენე კანდელაკი IXკლასი. ტელ: 598 63 11 71; e-mail: Elene.kandelaki22@yahoo.com
- ჯანო კვიციანი IXკლასი. ტელ: 555 77 12 71
- თათია კიკვიძე IXკლასი. ტელ: 598 69 47 96; e-mail: Tatia.kikvidze@mail.ru
- ლანა ნარეშელაშვილი IXკლასი. ტელ. 591 25 17 51
- მარიამ სულაკაძე IXკლასი. ტელ: 598 20 78 29; e-mail: mari.sulakadze@mail..ru
გამოყენებული წყაროები
- წყალტუბოს მუზეუმი;
- ქითაისის ისტორიული მუზეუმი. არქეოლოგიური მასალები;
- სოფ. ქვ. მესხეთში მცხოვრებ 86 წლის ვ. კუხიანიძის ნაამბობი;
- ც. ღვინიანიძე "ოფშკვითი";
- ს.ს. ორბელიანის გამნარტებითი ლექსიკონი;
- ალ. ღლონტი :ქართულ კოლო-თქმათა სიტყვის კონა";
- ქუთაისის ცენტრალური არქივი;
- მუზეუმებსა და სოფ. ქვ. მესხეთში გადაღებული ფოტომასალა.
kargi iyo bravo avtor
ОтветитьУдалитьmec mesxeteli var (shalamberidze) da dzaan gamixarda rom vnaxe statia mesxetze